სახალხო დამცველს გურიაში ახალი წარმომადგენელი ჰყავს _ ამ თანამდებობას დღეიდან თამარ ოგანოვა იკავებს.
ოგანოვა, ამ დრომდე, სახალახო დამცველის აპარატში მუშაობდა და გურიაში გენდერის საკითხებს კურირებდა.
მან ომბუდსმენის გურიის წარმომადგენლის თანამდებობა კონკურსის შედეგად მოიპოვა.
როგორც გვითხრეს კონკურსის პირველ ეტაპზე 35 განაცხადი იყო შესული.
სახალხო დამცველის პრესსამსახურის უფროსის ანა თამაზაშვილის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია გამოცხადება თუ არა კონკურსი, იმ თანამდებობაზე, რომელსაც თამარ ოგანოვა იკავებდა.