https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრემიერის ვიზიტი გურიაში, კარს მიღმა დატოვებული ოზურგეთის მერი და დაუგეგმავი შეხვედრა “ოცნებაში”

9:04; 8.04.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ კარგია, რომ ბუკისციხე-სურების გზის 6,5-კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება ვადაზე ადრე დასრულდა. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის სამუშაოები, რომელიც მომავალ წელს უნდა გახორციელებულიყო, წელს გადმოვიტანო, _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩოხატაურში სტუმრობისას გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გასულ პარასკევს დაათვალიერა.

პროექტი, რომლის ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღემატება, თვის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს, რომელზეც 38 ადამიანია დასაქმებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და სამუშაოებს თეთრ სიაში მყოფი კომპანია “ნიუ როადი” ახორციელებს.

 პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუკისციხე-ზემო სურების ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, სოფლების ერთმანეთთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან უკეთ დაკავშირებას, ასევე, რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მამუკა ბახტაძემ შუა სურების ახალი სკოლა გახსნა, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

პრემიერი მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამედროვე სტანდარტების სკოლები საქართველოს მასშტაბით აშენდება.

მთავრობის მეთაურმა სოფლის ისტორიის შესახებ სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია მოისმინა და ბავშვებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა და მათი ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობების გაჩენა მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

ახალი სკოლა მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში აშენდა, რომელიც თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტების შესაბამისია.

მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობების კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

“განათლების რეფორმა და ამ სფეროში ინვესტიციების გახორციელება არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. გურიაში რამდენიმე ახალი სკოლა შენდება. ამასთან ერთად, არის რესურსი გამოთავისუფლებული, იმისთვის, რომ გავაორმაგოთ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა. ჩემი ინტერესის საგანია ინტერნეტიზაციის პროექტი. გურიაში ჩვენ გვაქვს ადგილები, სადაც არის პრობლემა და ბუნებრივია, სკოლებისა და ბაღების განვითარების პარალელურად არის სურვილი, რომ ეს პროექტიც დავაჩქაროთ”, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შუასურებიდან პრემიერმა ოზურგეთში, დაბა ნასაკირალის სკოლაში გადაინაცვლა და ადგილობრივებთან საუბრისას, ახალი, 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დაანონსა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი სკოლა აშენდება, ძველი სკოლის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა. მთავრობის მეთაურმა მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, განათლების სფერო მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით, ანუ ბიუჯეტის მეოთხედით დაფინანსდება.

პრემიერის განცხადებით, განათლების ბიუჯეტი, რომელიც წელს 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, ეტაპობრივად გაიზრდება, მომავალ წელს 2 მილიარდი, 2021 წელს _ 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს _ 3,4 მილიარდი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, ახალგაზრდებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც მათ საკუთარი ნიჭისა და უნარების რეალიზებაში დაეხმარებათ, შესაბამისად, რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს _ სკოლამდელ განათლებას, სკოლებში საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

პრემიერმა ადგილობრივებს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების სკოლების აშენებას 7 მილიარდი ლარი დასჭირდება და სახელმწიფო ამ რესურსს აუცილებლად გამოყოფს, რათა ყველა რეგიონში იყოს ახალი და თანამედროვედ აღჭურვილი სკოლები.

მამუკა ბახტაძე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია დაასახელეს, რაც მთავრობის მეთაურის დავალებით, უმოკლეს ვადებში უნდა გადაიჭრას.

ნასაკირალის შემდეგ დვაბზუ იყო, სადაც პრემიერმა და მთავრობის წევრებმა კომპანია new road-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა მოინახულეს.

ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით.

საწარმოში პრემიერს მასპინძლობა კომპანიის დირექტორმა დავით ჟღენტმა გაუწია.

ქარხანა სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა და მისი საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული.

 შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა, ჩვენ შევძელით დაგვეფიქსირებინა, შეხვედრის კარს მიღმა დარჩენილი ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, რომელიც მუშებთან ერთად, პრემიერის და მინისტრის გამოსვლას ელოდებოდა.

პრემიერმა ვიზიტი ქალაქ ოზურგეთში დაასრულა _ მან ჯერ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი “ქართუ” აფინანსებს 18 მილიონი ლარით და შემდეგ პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტს” ესტუმრა.

სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება “ჰორიზონტი” ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს და საინჟინრო მიმართულების 18 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, ელექტრობა, გიდი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსი, შემდუღებელი, ტრაქტორისტ-მემანქანე, სავალი ნაწილის ტექნიკოსი და ა. შ.

პროფესიული კოლეჯის დირექტორის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში, სასწავლებელს ჰყავდა 951 კურსდამთავრებული, რომელთა, დაახლოებით, 80% უკვე დასაქმებულია. კოლეჯის კურსდამთავრებულთა დამსაქმებლები არიან გურიისა და აჭარის რეგიონების სასტუმროები, რესტორნები, სამშენებლო კომპანიები, აგრარული მიმართულების საწარმოები, გურიის რეგიონის სატყეო სამმართველო და ა. შ.

მთავრობის მეთაურმა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა პროფესიული სასწავლებლების მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედების მნიშვნელობას, რათა ახალგაზრდები დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, რაც სასწავლებლის დასრულებისთანავე მათი დასაქმების გარანტია იქნება.

პრემიერი ასევე გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიას გაეცნო. დოკუმენტი ევროკავშირის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის _ “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ევროკავშირმა 374 000 ევროს ოდენობის გრანტით დააფინანსა.

აღსანიშნავია, რომ ამ პრეზენტაციას ფოტო-გამოფენაც ახლდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის ფარგლებში მომზადებული, თუმცა, წარმოდგენილი ფოტოების უმრავლესობა სულაც არ ასახავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს _ აქ იყო სს “წყალი მარგებლის” მიერ დაფინანსებული ბახმაროს დოღის ამსახველი ფოტო, ლელო ბურთის თამაშის ამსახველი ფოტო, კალანდობის ამსახველი ფოტო _ მარტივად რომ ვთქვათ, ღონისძიებები, რომელსაც პროექტთან კავშირი არ ჰქონდა და მათზე დაკრული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ლოგოები არაფერ შუაში იყო.

ჩვენს კითხვაზე, რატომ შეიყვანეს პრემიერი შეცდომაში და რატომ წარმოადგინეს ფოტოები, რომლებსაც პროექტთან კავშირი არ ჰქონდა და მათ შორის, რამდენიმე ფოტო სხვა ადამიანების მიერ იყო გადაღებული (ევროკავშირი საავტორო უფლებების დაცვას საკმაოდ დიდი ყურადღებას აქცევს. ავტ.) პროექტის დირექტორმა, ნანა თავდუმაძემ აღნიშნა, რომ ასე არ იყო:

_ ეს ფოტოები პროექტის ფარგლებშია გადაღებული, _ გვითხრა თავდუმაძემ.

_ პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება გაიმართა, თუმცა, აქ არ არის ამის ამსახველი ფოტო მასალა. პირიქით, წარმოდგენილი გაქვთ ფოტოები, რომლებსაც პროექტთან კავშირი არ აქვს და პრემიერთან ერთად დამთვალიერებელიც შეცდომაში შეგყავთ…

_ ყველა ეს ფოტო სწორედ ამ პროექტის ფარგლებშია გადაღებული.

_ ქალბატონო ნანა, ევროკავშირი საავტორო უფლებების დაცვას დიდი ყურადღებას ანიჭებს. თქვენ კი, მათ მიერ დაფინანსებული ღონისძიების ფარგლებში სხვისი ფოტოები, საავტორო უფლებების დაცვის დარღვევით გამოფინეთ… მაგალითად დოღის ფოტო, რომელიც “გურია ნიუსის” მიერ არის გადაღებული… ასევე, კალანდობის ამსახველი ფოტო, რომელიც სხვისი გადაღებულია, არც ლელოს ფოტოზე გაქვთ დაცული საავტორო უფლებები….

_ და რა იცით, რომ “გურია ნიუსის” ფოტოა? შეგიძლიათ დაამტკიცოთ?

_ ჩვენს გადაღებულ ფოტოებს ვცნობთ… თქვენ შეგიძლიათ საწინააღმდეგოს დამტკიცება? შეგიძლიათ დაზუსტებით გვითხრათ, რომ აქ წარმოდგენილი ფოტოების უმრავლესობა თქვენი პროექტის ფარგლებშია გადაღებული?

_ კი, ნამდვილად ასეა.

_ ევროკავშირმა დააფინანსა ლელო, კალანდობა, დოღი?

_ ეს ტურიზმთანაა კავშირში.

_ კავშირს კარგად ვხვდებით, მაგრამ თქვენ ამ ფოტოებს დააკარით პროექტის ლოგოები, რაც არ არის სწორი.

_ ეს ფოტოები პროექტის ფარგლებში გადაიღეს, _ “პირველ ჩვენებას” არ ცვლიდა თავდუმაძე, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები სხვა რამეს ამტკიცებდა.

ამავე ღონისძიებაზე “გურია ნიუსის” კამერამ ერთი საინტერესო ფაქტი დააფიქსირა _ მაშინ, როცა პრემიერი ღონისძიების მონაწილეებს ესაუბრებოდა, ოზურგეთის მერი ჩაის სმითა და ჩირის ჭამით იყო გართული.

ჩვენი კითხვა, რომელ ეტიკეტში ჯდებოდა ეს საქციელი, კონსტანტინე შარაშენიძემ უპასუხოდ დატოვა.

თუმცა, როგორც გავარკვიეთ, უპასუხო კითხვები არ დაუტოვებია მამუკა ბახტაძეს “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციაში სტუმრობისას.

მთავრობის მეთაური პარტიაში დაუგეგმავად, კამერების გარეშე მივიდა და საარჩევნო სამზადისში მყოფ აქტივს შეხვდა.

ჩვენი წყაროს თქმით, მმართველი პარტიის წევრებმა პრემიერს ოზურგეთში შექმნილ ვითარებაზე ვრცლად ესაუბრნენ; მათ შორის, საუბარი იყო, ოზურგეთის მერის მხრიდან “ოცნების” წევრების სამსახურებიდან გათავისუფლების, მათი დევნის შესახებ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების და მათი მხარდაჭერების თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო გურიის ყოფილი გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც.

ჩვენი წყაროს თქმით, “ქართული ოცნების” წევრებმა მთავრობის მეთაურს ჭანუყვაძის ავტორიტეტი და მმართველი პარტიისთვის მისი საჭიროება შეახსენეს. პარტიის ადგილობრივ აქტივს, პრემიერისთვის არც ის დარჩენია უთქმელი, რომ ოზურგეთში სტუმრობისას, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მისთვის “ნაცებს” ამასპინძლებინა.

ერთ-ერთ მაგალითად კი დაბა ნასაკირალში, პრემიერის გვერდით მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ბესო ქათამაძე დაუსახელეს, რომელიც ვიზიტის დროს, პრემიერს გვერდიდან მართლაც არ მოშორებია და მისთვის არც ერთი კრიტიკული შეკითხვა არ დაუსვამს _ მარტივად რომ ვთქვათ, კარგი თანაგუნდელივით დაყვებოდა, რამაც კითხვები მხოლოდ პარტიის აქტივს არ გაუჩინა.

როგორც გვითხრეს, პრემიერმა “ქართული ოცნების” წევრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სიტუაციას ფლობდა და აქტივს გვერდით დგომა აღუთქვა.

ამ შეხვედრის მონაწილეებმა ოფიციალური კომენტარები არ გააკეთეს და მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ეს შიდაპარტიული, სამუშაო შეხვედრა იყო.

_ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გურიაში და პროექტები, რომელზეც მან ისაუბრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგიონების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. “ქართული ოცნების” ოფისში მან ვიზიტი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ, _ აღნიშნა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ივანიშვილის წერილს მოყოლილი კვაჭანტირაძის პოსტი: "ეს უკვე მორალური პრობლემაა"

აქცია მელექედურში: „პრემიერმა ესკორტით რომ ჩაიქროლა ნასაკირალისკენ, ჩვენი ამბავიც იკითხოს“

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო