სხალთელი მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ანა ჩერნიშოვას პასუხობს. მეუფე სპირიდონი წერს, რომ ჩერნიშოვა საქართველოს “აძალებს” პანსიონში “სახალხო გამხრწნელი” ნინო ლომჯარია შეუშვას:
“მიმდინარეობს სოდომისტ-ჰომოსექსუალთა მხრიდან საშინელი ზეწოლა ქართველ ხალხზე. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი, ვინმე ანა ჩერნიშოვა, საქართველოს აძალებს ნინოწმინდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო გამხრწნელი, სოდომია-ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტ მაიძულებელი ლომჯარია, რათა გარყვნან ქართველი ახალგაზრდობა”, – წერს იერარქი.
მისივე თქმით, “ამ სატანის მსახურებს” წმინდა წერილის სიტყვებით უნდა უპასუხოს და ციტირებს.
“ქართველნო ერთად ღვთისაკენ”! დავიცვათ ჩვენი ოჯახების და ჩვენი შვილების მომავალი! ნუ იყოფინ სოდომია საქართველოში! ნუ იყოფინ! ნუ იყოფინ! ნუ იყოფინ!”, – ამ სიტყვებით ასრულებს სპირიდონი მიმართვას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ანნა ჩერნიშოვა ნინოწმინიდს პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ “თუ სახალხო დამცველს გააჩუმებენ, დემოკრატია რისკის ქვეშ დადგება”.
“სახალხო დამცველის საქმე ძალიან რთულია, რადგან ხშირად ამბობს ის სიმართლეს, რომელიც ყველას არ მოსწონს. სწორედ ამიტომ ესხმიან თავს სახალხო დამცველს სხვადასხვა ძალები, თუმცა მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ეს ძალიან სახიფათო რამ არის, თუ სახალხო დამცველს გააჩუმებთ, დემოკრატია მართლაც რისკის ქვეშ აღმოჩნდება, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საქართველო ამ გზას არ აირჩევს”, – თქვა ანნა ჩერნიშოვამ.
წყარო: მთავარიტვ.გე