დღეს, დილიდანვე „სახალხო მოამბეს“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი გუნდი ქალაქ ოზურგეთში იმყოფებიან. ისინი ქალაქის ცენტრში არიან და ხალხის ჩაწერით არიან დაკავებული.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ერთი წლის წინ დაწყებული პროტესტის დროს რამდენიმე ადამიანი გადავიკვითეთ, რომლებსაც გვინდოდა ისეთი პროექტის გაკეთება, სადაც ხალხი ისაუბრებდა თავის პრობლემებზე. როგორც ცნობილია ხალხის ხმა ნაკლებად ისმის საზოგადოებრივ მაუწყებელზე და აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა ეს იდეა. თან ამ პროექტში ის ხალხი ვართ, რომლებიც ერთი პერიოდი ვმუშაობდით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ჩვენი პროტესტის გამო გამოგვიშვეს ტელევიზიიდან“, – გვითხრა „სახალხო მოამბის“ გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, მარიამ დალაქიშვილმა.
მისივე თქმით, ამჯერად ისინი გურიის ამბებით არიან დაინტერესებულები.
„სახალხო მოამბეს“ ვწერთ, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ვსაუბრობთ ადგილობრივ პრობლემებზე და ასევე, ვეკითხებით ადამიანებს მათ ყოველდღიურობაზე, რეალურ საჭიროებებზე, გულისტკივილებსა და ხედვებზე, რაც მათ აქვთ.
დღეს დავინტერესდით გურიაში მცხოვრები ადამიანები რას ფიქრობენ, როგორ ცხოვრობენ, რა არის მათი წუხილი და ა.შ.“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს თამარ დალაქიშვილმა.

































































