ხანძრის ჩასაქრობად მიმავალი სახანძრო ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ორი მეხანძრე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა პორტუგალიაში მოხდა. ინფორმაციას dailymail ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და ღრმა ხრამში ჩავარდა.
დაშავებულებიდან ერთი კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, ორი კი ავტომობილებით. ადგილზე 26 მეხანძრე-მაშველი, 9 ავტომობილი და ერთი ვერტმფრენი იყო მობილიზებული.
შემთხვევა კვირას, საღამოს 7 საათზე მოხდა.





























































