პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ანა წითლიძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
“ბატონო გიორგი, სახე გააკონტროლეთ. დეპუტატს “შენობით” არ მოგმართავთ. როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს ისე, მოიქეცით. შენობით მიმართეთ, იმას, ვისთვისაც მიგიმართავთ. პროცესს როგორც შეეფერება, ისე მოიქეცით.
დამშვიდდით, ბოლოჯერ გაფრთხილებთ. შენ როგორც გინდა, მოიქეცი სახლში”, – თქვა იურიდიულ საკითხებში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კიდევ ერთი შენიშვნის შემთხვევაში, აღნიშნულ დეპუტატებს შეიძლება იურიდიული კომიტეტის სხდომის დატოვება მოუწიოთ.