“ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია! სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდის გათიშვა დანაშაულია”, – ამის შესახებ Anonymus-ის კიბერ-თავდასხმის შემდეგ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია!
სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდის გათიშვა დანაშაულია.
დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა.
P.S იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდით სარგებლობს ბევრი ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, და იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად ზიანი ადგება ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი აუცილებლობა, – წერს ბრეგაძე.
ინფორმაციისთვის, გუშინ Anonymous-მა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშეს.
“განახლება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი Anonymous-მა წაშალა,” – წერს ის X-ზე.
მანამდე, Anonymous-მა შსს-ს, “ოცნებისა” და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა.