ადგილობრივი სოციალური პაკეტებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების პრეზენტაცია ამჯერად სოფელ დიდივანში, შუა სურებსა და ზემო სურებში გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები. შემდეგი შეხვედრები გაიმართება სამშაბათს, 14 მარტს: ხევი, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, 12:00 სთ; ნაბეღლავი, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, 13:00 სთ. ზოტი, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, 14:30 სთ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved