სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა თოდრაძეს შეხვდა.
,,საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე 2024 წელს განსახორციელებელი მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები და ამ მიმართულებით რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მექანიზმები განვიხილეთ. საყოველთაო აღწერა, საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად დავგეგმოთ პრიორიტეტები და ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved