2023 წლის 1-ელ კვარტალში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 275%-ით გაიზარდა. ინფორმაციას BM.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში აღნიშნული დანაშაულის 15 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 იყო. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 1-ელ 3 თვეში 80% (12 შემთხვევა) შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 25%-ს (1 შემთხვევა) შეადგენდა.
ოფიციალური მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტების გარდა, წლიურად გაზრდილია ქრთამის მიცემის ფაქტებიც 100%-ით, უფრო კონკრეტულად კი ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევებზე ფიქსირდება ზრდა. თუ გასული წლის იანვარ-მარტში აღნიშნული დანაშაულის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მიმდინარე წელს 1 შემთხვევა დარეგისტრირდა შესაბამის უწყებაში.
ამასთან, შს სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიურად შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 113 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში რეგისტრირებული იყო ამ დანაშაულების 136 შემთხვევა. რეგისტრირებული შემთხვევები წლიურად 16.91%-ით არის შემცირებული.