“ეს იქნება წინა შემთხვევაზე კიდევ უფრო უხეში დარღვევა და იმის დემონსტრირება, რომ მისთვის საქართველოს კონსტიტუცია არაფერს არ ნიშნავს, ასევე ის, რომ სახელმწიფოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე მაღლა თავის პირად მოსაზრებას აყენებს, რაც დაუშვებელია”, _ ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. თალაკვაძე პრეზიდენტის ამ ნაბიჯს კონსტიტუციის უხეშ დარღვევად აფასებს.
“ფაქტი, რომ პრეზიდენტი განმეორებით დაარღვევდა კონსტიტუციას, ეს არის ძალიან მძიმე და ნეგატიური სიგნალი ევროინტეგრაციის პროცესში. ევროპელებისთვის გაუგებარი იქნება ევროინტეგრაციის ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა დაარღვიოს კონსტიტუცია. მე თავს არ მივცემ უფლებას, სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების ნაცვლად გავაკეთო განცხადებები, თუ რა რეაგირება იყო პარლამენტმა ეს უკვე აჩვენა. ასე რომ დაველოდოთ თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტის ნებართვისთვის არ მიუმართავს.