სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.