სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უერთდება, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას. პანდემით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა!
ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა – მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთიანობა – თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა!
იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!! კრიზისული ცენტრ(ებ)ის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით (მათ შორის შეხვედრის ჩანიშვნა პანდემიის დროს) დარეკეთ 24 საათის განმავლობაში, ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე – 116 006 (ზარი უფასოა, კონსულტირება შესაძლებელია 8 ენაზე (ქართული ენის ჩათვლით), ანონიმურობა დაცულია).
დღეისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, საქართველოს მაშტაბით, ფუნქციონირებს 5 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი.
კრიზისულ ცენტრის მომსახურებ(ებ)ი მიეწოდება:
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად).
კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:
. ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;
. სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
. სამართლებრივი დახმარებით;
. საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
. საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.
კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:
. დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);
. ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით;
. პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);
. სამართლებრივი დახმარებით (ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე);
. საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით;
. საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.
კრიზისული ცენტრების მდებარეობა და მისამართი:
ქ. თბილისი (24 საათიანი მომსახურება/სადღეღამისო საცხოვრისით), დღის მომსახურებ(ებ)ის მიღება შესაძლებელია – სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე; მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N 28;
ქ. ქუთაისი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ქუთაისი, დუმბაძის ქ. N 59-61;
. გორი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: გორი, ბარნოვის ქ. N 9 ა;
ქ. მარნეული (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: მარნეული, რუსთაველის ქ. N 41, ბ. 48;
ქ. ოზურგეთი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. N 21, ბ. 1.