ცოტა ხნის წინ, ჩინელმა მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა მთელი რიგი კვლევები და გაარკვია, თუ რატომ არის სახიფათო დღე ძილი!
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, ვისაც ღამეში ან ცხრა ან მეტი საათის განმავლობაში სძინავთ, აქვთ ინსულტის განვითარების დიდი რისკი.
კვლევაში, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ტარდებოდა, ჩინეთის მოსახლეობის 31, 750 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საშუალო ასაკი 62 წელი იყო. დაკვირვების დასაწყისში მოხალისეებს არ ჰქონდათ ინსულტი ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. სულ დაფიქსირდა ინსულტის 1557 შემთხვევა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, მონაწილეთა რვა პროცენტი 90 წუთით მეტხანს იძინებს, 24 პროცენტს კი დღეში ცხრა ან მეტი სძინავს. ამ უკანასკნელებს ინსულტის მომატებული რისკი ახასიათებთ – 23 პროცენტით მეტი, ვიდრე მათ, ვისაც შვიდიდან რვა საათამდე ეძინათ. ამავდროულად, მათ, ვისაც დიდხანს ეძინათ და დღის განმავლობაში იძინებდნენ, 85 პროცენტით უფრო ხშირად ჰქონდათ ინსულტი.


































































