ქურდობის შემთხვევა დაფიქსირდა ლანჩხუთში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც დაუდგენელმა პირებმა სიხარულიძეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა, როცა საცხოვრებელ სახლში მყოფ ყველა პირს ეძინა. გავრცელებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდა აღნიშნული შემთხვევისა იმ ღამით ლანჩხუთში კიდევ ორი სახლი გაიქურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიხარულიძეების სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება სახლის გაქურდვის სხვა შემთხვევებს სამინისტროში არ ადასტურებენ.