წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა.
წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამავე ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ოჯახის ერთ-ერთი წევრი კი შემთხვევის გამო შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
შემთხვევის ადგილას იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
“პრაიმტაიმი”