საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ხანძრის შედეგად 84 წლის ქალი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად 12 კვ.მ. ფართობი და სოჯახო ნივთები დაიწვა.