თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, 1 ნოემბერს აზარტული თამაშების წინააღმდეგ პირველი აქცია გაიმართება.
“#სანდროსთვის #სიცოცხლისთვის #მომავლისთვის #ბრძოლაასყოვეთვისაქვსაზრი
როცა ადამიანი თავისი რესურსებით უძლურია ასეთი პრობლემების დროს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და დაეხმაროს. არის კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მაგრამ იქ გაწერილი მინიმალური საჭიროების ნორმებiც რეალურად არ სრულდება.
ის ქმედითი ნაბიჯები, რაც ჩვენს სახელმწიფოს უნდა გადაედგა, არ დგამს ხალხის აქტიურობის გარეშე.
მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომლებიც აზარტულ თამაშებზე არიან დამოკიდებულნი _ ჩვენ რეალურად დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, ყველამ ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს კატეგორიულად, რომ ბოლოს და ბოლოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
დღეს თითქმის ყოველ მეორე ოჯახში დგას ეს პრობლემა. უნდა გამოვიდეთ და დავდგეთ ერთად. სახლში ჯდომა დანაშაულია!“ _ წერია აქციის ორგანიზატორის “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ გავრცელებულ განცხადებაში.