ოზურგეთში, სახოკიას ქუჩაზე, ძლიერი წვიმისგან და გაჭედილი საკანალიზაციო ჭებიდან გადმოსული მასისგან წარმოქმნილი ღვარცოფი ეზოებში შევარდა.
აქვე ჭირს ტრანსპორტის გადაადგილება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია დგას და გასულ ზამთარშიც იყო დაპირება წყალმომარაგების სისტემის სამსახურისგან, რომ მოგვარდებოდა, დღემდე ასეთი მდგომარეობაა.
„ძლიერი წვიმაა და გაჭედილია საკანალიზაციო ჭები, ამის შედეგად დატბორილია გზა და იქვე მდებარე ეზოები. დაპირების ამარა ვართ, ამდენი წელია“, _ თქვეს „გურია ნიუსთან“ იქვე მაცხოვრებლებმა.
შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსი“ სახოკიას ქუჩის პრობლემაზე, დიდი ხანია, წერს.
გასულ წელს გვითხრეს, რომ ზამთრის პერიოდში არ მოხერხდებოდა სამუშაოების დაწყება და ზაფხულს არ გადაშორდებოდა ამ პრობლემის მოგვარება. თუმცა, გავიდა ზამთარიც, გაზაფხული და ზაფხულიც მიიწურა და აქ არაფერი გაკეთებულა.
ავტორი