ევროკავშირის ელჩი საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებს. კარლ ჰარცელი სიძულვილის ენის გამოყენებას ეხმაურება, რაც მისი თქმით, მიუღებელია.
დიპლომატის თქმით, აუცილებელია მუქარის შემცველ განცხადებებზე, გამოძიება დროულად წარიმართოს.
„ჩვენ კვლავ საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ განვითარებულ საარჩევნო კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეს საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევანია. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რაც სხვადასხვა მიმართულებიდან და საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ ისმის. იმედი მაქვს, გამოძიებულ იქნება ყველა ეს ფაქტი,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
არსებულ ვითარებაზე საუბრობს საქართველოში გაეროს ელჩიც. ლუიზა ვინტონიამბობს, რომ საარჩევნო პროცესში განსაკუთრებული როლი მედიას უჭირავს.
„ევროკავშირთან ერთად ჩვენ ვატარებთ მედიამონიტორინგს. აუცილებელია, საარჩევნო პროცესში განვითარებული მოვლენები მედიამ უკეთ გაანალიზოს,“ – ამბობს ლუიზა ვინტონი.