მარტვილში, სოფელ ბალდაში ხანძარია. როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან აცნობეს, იწვის ტყე.
“საკმაოდ ფართო მასშტაბზეა გავრცელებული. ამ ეტაპზე, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არაა, თუმცა, ძლიერი ქარია და არაა გამორიცხული, მალე გადმოვიდეს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” მოქალაქე.
ცნობისთვის, სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეში ხანძარს ებრძვიან. პროცესში ჩართულია დამატებითი ძალები გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან. ძირითადად, ეკალ-ბარდები იწვის.