“საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის”, _ ამის შესახებ ექიმმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის. პირველად ამ ბოლო დროს მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები იქნა შესწავლილი და დადგიბდა რომ მხოლოდ 0.011% დაჭირდათ რეანიმაცია (ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი ვაქცინის ეფექტურობის). ასევე კვლევა აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია მხოლოდ 0.002% დაჭირდათ რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).
დასკვნა: საქართველოში არსებული ყველა კოვიდ ვაქცინები არიან უსაფრთხო!
საქართველოში არსებული ყველა კოვიდ ვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად ფაიზერი, დანარჩენებიც არაუშავს);
საქართველოში არსებული ყველა კოვიდ ვაქცინა გიცავთ სიქვდილისგან (ფაიზერი 98.8% დანარჩენებიც არაუშავს);
მსოფლიოში, დღესდღეობით, გამოყენებული 17-ვე ვაქცინა არ გიცავთ კოვიდისგან 100% – ვაქცინა არ არის უკვდაობის ელიქსირი!
აიცირეთ დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე არის აუცილებელი აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავლობებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველი 10-15 წუთი და იყავით პოზიტიურ განწყობაზე.
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული!” _ წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.