https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საკნიდან ვევედრები ევროპას, რომ არ მიგვატოვოს რუსეთის ხელში”- მზია ამაღლობელი The Guardian-თან

16:26; 27.09.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

The Guardian-მა მზია ამაღლობელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

“ჩემი საკანი მწვანედ არის შეღებილი, იგივე ფერია, რასაც რედაქციაში ვიყენებდით. ორი სკამი და მაგიდა იატაკზეა მიმაგრებული. არაფერი მოძრაობს. საწოლი ვიწროა, მაგრამ ჯერ არ გადმოვვარდნილვარ. როდესაც თავისუფალი ვიყავი, მაგრამ უკვე დაპატიმრებას ველოდი, ვხუმრობდი, რომ ციხე მომცემდა იმ დროს, რაც ყოველთვის მაკლდა – საბოლოოდ, კითხვას შევძლებდი.  მაგრამ აქ, ქალაქ რუსთავის ქალთა კოლონია #5-ში, თითქმის მხედველობა დავკარგე. ამიტომ ახლა ვწერ სიბნელეში, იმ სიბნელეზე, რომელიც ჩემს ქვეყანას, საქართველოს ედება.

ჩემს საკანში ერთადერთი ფანჯარა ჭერთან ახლოსაა, ძალიან მაღლა. ჩემს 50 წლის იუბილეზე, ჩემი მეგობრები და კოლეგები ციხის მოპირდაპირე ბორცვზე შეიკრიბნენ პლაკატებისა და ბუშტების დასაკიდებლად. სკამზე ავედი, მაგრამ კარგად ვერ ვხედავდი. მოგვიანებით ახალ ამბებში ვუყურე.

ეს იყო ჩემი ცხოვრება ბოლო რვა თვის განმავლობაში, საქართველოს რეპრესიული რეჟიმის ქვეშ: რეჟიმის, რომელიც ცდილობს ჟურნალისტების გაჩუმებას, განსხვავებული აზრის წაშლას და ჩვენი სულისკვეთების გატეხას.

2025 წლის 12 იანვარს დემონსტრაციის დროს „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დამაკავეს. საქმის განხილვისას თითქმის შვიდი თვე გავატარე წინასწარ პატიმრობაში. 6 აგვისტოს მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და საბოლოოდ, ოფიცრისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფრო მსუბუქი მუხლით მცნეს დამნაშავედ და ორწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. ეს მაძლევს საეჭვო პატივს, რომ ვიყო პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო დააპატიმრეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. შემომთავაზეს საპროცესო შეთანხმება – დანაშაულის აღიარება უფრო მსუბუქი სასჯელის სანაცვლოდ – მაგრამ უარი ვთქვი. უსამართლობასთან შერიგება ცოცხლად დამარხვას ნიშნავს.

ახალი გზები უნდა მეპოვა იმისათვის, რომ ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული უსამართლობა გამეპროტესტებინა. მახსოვს, დაპატიმრებიდან მალევე შევიჭერი ნაწნავი. მაკრატელი ორი წუთით მათხოვეს. საკნის კართან იდგნენ და მიყურებდნენ, როგორ ვიყენებდი მას. მაშინ ბევრი რამ შემომთავაზეს, მაგრამ მხოლოდ 10 ლიტრი წყალი ავიღე. პირველი 38 დღე ვშიმშილობდი. ახლა ამ წერილს ვწერ, რომ გავაგზავნო გაზეთი ბათუმელების ოფისში, რომლის თანადამფუძნებელიც ვარ და სადაც ჩემი მეგობრები და კოლეგები აგრძელებენ ბრძოლას ჩემი არყოფნის დროს.

სისუსტის მომენტები მაქვს ხოლმე. ხანდახან თვალები ცრემლებით მევსება. მაგრამ ვცდილობ დიდხანს არ დავრჩე ასეთ მდგომარეობაში. სიმართლე ისაა, რომ სხვა გზა არც მაქვს: ეს არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს გააუქმოს ჟურნალისტიკა, პროფესია, რომელსაც ჩემი ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი. ჩემი კოლეგები სასიკვდილო საფრთხეში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ საქმეს აკეთებენ. ჩემთვის ახლა დუმილი მათი, ჩემი და საქართველოში მყოფი კიდევ 60-მდე პოლიტიკური პატიმრის ღალატი იქნებოდა. ამ ციხის კედლების გარეთ ხალხი ცხრა თვის განმავლობაში უწყვეტად გამოდის ქუჩებში. ევროკავშირის დროშებიან მომიტინგეებს მიუშვეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და შემდეგ უკვე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. მიუხედავად ამისა, ისინი უარს ამბობენ დანებებაზე. მათი გამბედაობა ჩვენი იმედია.

ჩვენ ადრეც ვმდგარვართ ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე. 1921 წელს საქართველოს ხანმოკლე დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთმა შთანთქა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით. ახალგაზრდობა მაშინაც მამაცურად იბრძოდა ქუჩებში, თუმცა ქვეყანა მომდევნო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ბატონობის ჩრდილმა მოიცვა. ახლა ისტორია განმეორებით გვემუქრება, რადგან რუსეთი კვლავ თავის  ორბიტისაკენ გვიბიძგებს, ჩვენივე მთავრობაში მყოფი კოლაბორანტების დახმარებით. რეჟიმი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და ახლაც აგრძელებს თავისი ინტერესების წინ დაყენებას. რეჟიმმა მიატოვა ჩვენი ევროპული გზა და რუსული მმართველობის ინსტრუმენტები აითვისა: პროპაგანდა, რეპრესიები, კორუფცია და შიში.

მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის და ქართველებს არაერთგზის უჩვენებიათ მდგრადობა. რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული აგრესიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებისა და გატაცებების მიუხედავად, ჩვენ მაინც ევროპას ვირჩევთ. საქართველოს ახალგაზრდობა წინ მიუძღვის ამ ბრძოლას გამოფიტვის, სასოწარკვეთის და იმ ადამიანების ცივი გათვლების საწინააღმდეგოდ, ვინც მზადაა გაყიდოს ჩვენი თავისუფლება.

რა შეიძლება გაკეთდეს? მხარი დაუჭირეთ საქართველოს ალყაში მოქცეულ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ნუ დასჯით რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. მიზანში ამოიღეთ ჭეშმარიტად პასუხისმგებელნი პირები: „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები და მათი ბიზნეს ქსელები. ხმა აიმაღლეთ ქუჩაში გამოსული ადამიანების, ციხეებში მყოფი ჟურნალისტების, იმ საზოგადოების დასაცავად, რომელიც უარს ამბობს დამორჩილებაზე.

საქართველოსთვის მხარდაჭერის შეთავაზება არა მხოლოდ სოლიდარობის აქტია – ეს პრაგმატული არჩევანიცაა. სამეზობლოში კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი საფრთხეს შეუქმნის საკუთრივ ევროპის უსაფრთხოებას. საქართველოს მიტოვება ახლა რუსეთის აგრესიის დაჯილდოება იქნებოდა.

საქართველოს ეროვნული დევიზია „ძალა ერთობაშია“. ჩემთვის ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ნიშნავს ამ ძალის გაზიარებას და მასში წვლილის შეტანას.

ჩვენ ვეკუთვნით არა დიქტატურისა და შიშის რუსულ სამყაროს, არამედ თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს. ჩემი საკნიდან უფრო ნათლად ვხედავ, ვიდრე ოდესმე, რომ ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ეს ღირებულებებია: ღირსება, სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა. და საქართველოში ჩვენ ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით იმ ყველაფრით რაც გვაქვს – კალმით, ხმით და ჩვენი სხეულებით ქუჩებში.

ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლის ნაწილია, ისევე როგორც უკრაინის ბრძოლაა ევროპის ბრძოლა. და მე ვთხოვ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ნუ გაგვიშვებთ ხელს, ერთად ჩვენ შეგვიძლია სიბნელის დამარცხება, რათა იზეიმოს თავისუფლებამ. რადგანაც, თავისუფლება ჭეშმარიტად უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე”,_ აცხადებს მზია ამაღლობელი.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19 სექტემბერი, 2026

"იზღუდება ყველა სახის მოძრაობა"- ინფორმაცია მძღოლებისთვის

ფეხბურთელი მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ გარდაიცვალა (უცხოეთი)

ყველა სიახლე

ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0:06; 20.09.2026
საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19.09.2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19.09.2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო