საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი, რომელმაც მოქალაქე გია ფაცურიას კომენტარის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
ამის შესახებ ცაბიტაშვილმა ექსკლუზიურად “გურია ნიუსს” განუცხადა:
_ უწმაწური სიტყვების გამო მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან ჩვენ გვაქვს მაღალი თმენის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მოსამართლემ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ცაბუტაშვილმა ფაცურიას, რომელიც მას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა და მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც არ იშურებდა, სოპციალურ ქსელში მისწერა: „ისე შენი დედას შევეცი, რამდენი შენ სიმართლეს ლაპარაკობ!“.
მოგვიანებით, ცაბუტაშვილმა “გურია ნიუსთან” საუბრისას განმარტა, რომ მისი გინება ფაცურიას გინების საპასუხო იყო.
ვრცლად იხილეთ: “ისე შენი დედა შევე..ი” _ ვინ არის მოსამართლე, რომელიც ღირსებას გინებით იცავს