„მმართველ გუნდს აქვს აბსოლუტურად გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება”, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, სხვა ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ითხოვს, არის პოლიტიკური სპეკულირება.
„მმართველ გუნდს აქვს აბსოლუტურად გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს პოზიციას, ვთვლი, რომ ის საარჩევნო სისტემა , რომელზეც შეთანხმება მოხდება დღევანდელ ეტაპზე ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპულია. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია, ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. ახლა რაც შეეხება სხვა ყველაფერს, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება“, -აცხადებს გახარია.