პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეპუტატები მოქალაქეებს, პირისპირ შეხვედრების ნაცვლად, საზოგადოებრივი მაუწყებლების ეთერებიდან ესაუბრებიან.
კობახიძის თქმით, მსგავსი კომუნიკაცია ერთხელ თბილისის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, მეორედ კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შედგება.
“გვექნება ამ ფორმით კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მოვისმენთ შეკითხვებსაც”, – განმარტა კობახიძემ.