ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქეთი ვასაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.
„სალამი, მეგობრებო! ჩვენ ყველას გვესმის, რამდენი პრობლემა შექმნა დიდთოვლობამ გურიაში. მუნიციპალიტეტი და 112 ერთობლივად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ. ახლა ლანძღვისა და პოლიტიკური დაპირისპირების დრო არ არის – ერთად უნდა დავდგეთ და გვერდში დავუდგეთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.
თუ გყავთ მაღალი გამავლობის ავტომობილი ან სხვა სახის რესურსი, რომლითაც შეგიძლიათ დახმარება, გთხოვთ, დამიკავშირდეთ: +995 571 613 161.
მოდით, ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენს მოქალაქეებს უსაფრთხოდ და დროულად მივაწვდინოთ საჭირო დახმარება“, _ წერს ვასაძე.