დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.სხდომაზე საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა საკითხზე: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
როგორც მან განმარტა, მთავრობის განკარგულების _ საქართველოს რგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ, გახორციელდა ცვლილება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ტრანსფერი 47947 ლარით იზრდება, ეს არის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა. ხოლო საკუთარი შემოსავლების ნაწილში მოსაკრებელი, 57 000 ლარით იზრდება, ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის.
საბიუჯეტო კლასიფიკაციაში შემცირდა წყალმაშველთა დაფინანსება, ა(ა)იპ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის დაფინანსება, 22 ათასი ლარით, ზოგადი განათლების ხელშეწყობა 25 ათასი ლარით და მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა 10 ათასი ლარით.
რაც შეეხება საბიუჯეტო ზრდას, ეს სხვადსხვა საკითხებს შეეხო, მათ შორის ყველაზე აქტუალურს _ წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაციისა და რეაბილიტაციისთვის, სუბსიდია 50 ათასი ლარით გაიზარდა. ნაციონალმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ, წყალთან დაკავშირებული საკითხის ირგვლივ, კრიტიკული თვალსაზრისი გამოთქვა და დაასახელა სოფელ ჯუმათის მაგალითი, სადაც, როგოც ქათამაძემ თქვა, სამუშაო ზერელედ სრულდება, მოსახლეობას წყალი არ აქვს, ფული კი ტყუილა იხარჯება.
_სახელმწიფო ფულს იხდის, საქმეს კი უხარისხოდ აკეთებთ, კონტროლის ქვეშ არ არიან ტენდერში გამარჯვებული კომპანიები! _ თქვა ქათამაძემ.
ქათამაძეს დეპუტატები არ დაეთანხმნენ და მისი გამოსვლა შეაფასეს, როგორც ხარვეზის გაზვიადება.
_ ყველა პროექტში არსებობს ხარვეზი, როცა პრაქტიკული სამუშაოები ტარდება, ეს ხარვეზი სწორდება, _ ჩაერთო დისკუსიაში საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხდვითაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ 104 947 ლარით გაიზრდება, საბოლოოდ, საკრებულოს ყველა დეპუტატი დაეთანხმა.