დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კვლავ გასვლით რეჟიმში, ფოლკლორის ცენტრში გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმლიძე უძღვებოდა. მან თქვა, რომ კურორტი გომისმთა აქამდე უსტატუსოდ იყო, ახლა კი ისტორიული ფაქტის წინაშეა ყველა _ გომისმთას დასახლების სტატუსი მიენიჭა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ადმინისტრაციული ერთეულის, დაბა გომისმთის დამატებას ეხებოდა.
საკითხი იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ წარმოადგინა.
მან ისაუბრა ცლილების შესახებ და ყველა პროცესი უნდა წარიმართოს კანონიერ ჩარჩოში.
საკითხის ირგვლივ გამოითქვა მოსაზრებები.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლის თანახმად, უკვე 30-ე ადმინისტრაციული ერთეული გააჩნია ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.