https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საკრებულოს სხდომა ნაირ-ნაირ საკითხებით, ტრადიციული ჩხუბითა და ყვირილით

15:39; 8.04.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

31 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი საკრებულოს წევრებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ გააცნო.

ოპოზიციამ, კონკრეტულად კი დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, თათია ნიკოლაშვილმა ითხოვა, ორი წუთით მოესმინათ მისთვის. ის საუბრობდა გზების მოწესრიგებაზე, ასევე, მოსახლეობის გასაჭირსა და უმუშევრობაზე, რომელიც, მისივე თქმით, არ იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული. თუმცა, მას რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა თავმჯდომარემ და სიტყვა არ ათქმევინეს.

ნიკოლაშვილმა მოიმარჯვა მეგაფონი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ჰქონდა მოტანილი.

_ რაკი სხვა გზა არ არის, ასე უნდა მოგმართოთ, სხვანაირად ვერ გაგაგონებთ, _ თქვა მან, რასაც მოჰყვა სასწრაფო რეაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან: “ომის პარტია ხართ”, “შენზე დიდი ხმა მაქვს”, დაჯექი მანდ”, “მეხუთე კოლონა”… და ასე შემდეგ…

ნიკოლაშვილს თანაპარტიელი დავით მჟავანაძე შეეშველა. ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ლავრენტი ბიგვავას დაუპირისპირდა და მას ცრუ დამსმენი უწოდა (როგორც გახსოვთ, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე მჟავანაძე დააკავეს და ფოთის იზოლატორში იყო განთავსებული. ავტ.) ბიგვავამ მჟავანაძეს მოსთხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

_ რა გადაწყვეტილება გინდა? სასამართლომ გამამართლა ზუსტად. არ იცი, რომ ცრუ დამსმენი ხარ? _ ყვიროდა მჟავანაძე.

ერთმანეთის ლანძღვა კარგა ხანს გაგრძელდა. შემდეგ კი, მჟავანაძემ განაცხადა, პროტესტის ნიშნად, სხდომას ვტოვებთო და დარბაზიდან გავიდნენ. დავით დარჩიამ მიადევნა _ “ძალიან კარგს იზამთ, თუ საერთოდ არ დაბრუნდებით”.

შემდეგ მერის მოადგილემ  ნათია გოლიაძემ წარმოადგინა საკითხი, 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ.

გოლიაძემ ისაუბრა აღნიშნულ წესში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც კონკრეტულ პროგრამებს შეეხო. მან ჩამოთვალა ჯანმრთელობის დაცვის დახმარების სახეები, რასაც ბიუჯეტი ფულადი დახმარების სახით ითვალისწინებს:

ესენია, მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება, გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ძვირადღირებული კვლევის ერთჯერადი დაფინანსება.

ნათია გოლიაძემ ვრცლად ისაუბრა თითოეული მუხლის ირგვლივ. საკრებულომ კი ეს ნორმატიული აქტი მიიღო.

საკრებულოს წევრმა (პარტია “საქართველოსთვის”) ალეკო ბურჭულაძემ ითხოვა, მისთვის რამდენიმე წუთი დაეთმოთ და მოესმინათ.

ბურჭულაძემ ოზურგეთის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და გადაუჭრელ პრობლემაზე _ საკანალიზაციო სისტემის წლობით მოუგვარებელ საკითხზე ილაპარაკა. თუმცა, მანამდე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ გააჟღერა ინფორმაცია სამუშაოების შესახებ, რომ რიგ სოფლებში და ქალაქის ტერიტორიაზე სასმელი წყლის გამოყვანისა და მიწოდებისთვის, დამატებით 7,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

_ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2024 წლისთვის დასრულდება და ალბათ, გვექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ალბათო, იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე დაიხარჯა “არა ერთი 7, 5 მილიონი” და წყალი მაინც გრაფიკით მოგვეწოდება, _ თქვა მან და თქვა, რომ ოზურგეთის უფრო დიდი და მწვავე პრობლემაა, ქალაქის საკანალიზაციო სისტემის გარეშე ყოფნა:

_ ეს ამბავი ახალი არავისთვისაა და აქედან გამომდინარე, მოგახსენებთ ძალიან მოკლედ. ოზურგეთის ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი ტერიტორიულად ფარავს დასახლებული ტერიტორიის მხოლოდ ერთ მესამედს. ქალაქში მცხოვრები 7 083 ოჯახიდან, ქსელში ჩართულია 3 298 ოჯახი. საკანალიზაციო მილგაყვანილობის გარეშეა დარჩენილი ქალაქის განაპირა ქუჩები. სავალალო მდგომარეობაშია მილგაყვანილობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებშიც. დაზიანებულია მილები და საკანალიზაციო ჭები, _ განაცხადა მან და მოიყვანა მაგალითები, თუ როგორ ამოდის სხვადასხვა ნარჩენები, ფეკალიები ქუჩების სავალ ნაწილზე.

უფრო მეტიც, საკრებულოს წევრმა ისაუბრა ქუჩებზე, სადაც არ არის მილგაყვანილობა, მოსახლეობის მხრიდან საყოფაცხოვრებოდ გამოყენებული წყალი მიშვებულია სანიაღვრე არხებში, რაც ქმნის ანტისანიტარიას და გაუსაძლის მდგომარეობას, განსაკუთრებით, ზაფხულში.

_ დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს გამწმენდი ნაგებობა და საკანალიზაციო ნარჩენები ჩაედინება მდინარე ბჟუჟში რამდენიმე ლოკაციაზე. არსებული შედეგებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემა ზრდის ანტისანიტარიის გავრცელების რისკს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, _ განაცხადა ბურჭულაძემ და თქვა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა, უნდა გამოიძებნოს სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მუნიციპალური ორგანოების და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, რომელიც შეისწავლის პრობლემას.

მეორე ეტაპზე საჭიროა გახორციელდეს გამწმენდი ნაგებობის და წყალკანალიზაციის ქსელის შესაბამისი საპროექტო სამუშაოები და შემდეგ შესაძლებელი იქნება, ვიზრუნოთ სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ეს არ მოხდება მოკლე დროში, მაგრამ მიუღწეველი არაფერია, _ განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის გამოსვლას თავისებური შეფასება მოაყოლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ: “აბსოლუტურად სოლიდარული ვარ თქვენ მიმართ. თუმცა, საყვედური უნდა ვთქვა. რეგლამენტის დარღვევის უფლებას არ მივცემთ ჩვენ უმრავლესობის წევრებსაც კი. პოლიტიკური კეკლუცობის მიღმა უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ერთი მდინარის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, _ თქვა მან ბურჭულაძის მისამართით.

_ პოლიტიკურ კეკლუცობას” ვერ მივიღებ შენიშვნის სახით. 30 წამი ვითხოვე, დალოცვილებო! გთხოვეთ და დღის წესრიგში ვერ მოვახვედრე საკითხი, _ პასუხი უმალვე დაუბრუნა ბურჭულაძემ.

ლავრენტი ბიგვავამ სცადა განემარტა, რომ ალეკო ბურჭულაძის მისამართით არ უთქვამს ეს. თუმცა, არც აუხსნია, გახარიას პარტიის წევრის გამოსვლის შემდეგ, რატომ გამოიყენა სიტყვა “პოლიტიკური კეკლუცობა”.

“ხომ კარგია საკრებულო ნაირ-ნაირ საკითხებით და რაც მთავარია, ტრადიციული ჩხუბითა და ყვირილით”, _ ხუმრობდა ზოგი დეპუტატი შესვენებისას.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მსჯელობა გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წელს დამტკიცებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის ირგვლივაც.

ამ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს.

საკითხი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ ყველაზე ვრცლად წარმოადგინა.

მან განიხილა 2019-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიში და თქვა, რომ ტოტალური დარღვევებს აქვს ადგილი, მსგავსი ანგარიში ნაკლებად უნახავს. საუბრისას მან არაერთხელ აღნიშნა, რომ კოლეგებს ყურადღება მიექციათ საკითხებისთვის, რომლებიც, მისივე თქმით, “კორუფციული გარიგებების რისკის შემცველია”, ხოლო ა(ა)იპ ორგანიზაციებში დასაქმების საკითხს, კურიოზული ფაქტი უწოდა. კერძოდ, მან გაიკვირვა ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა კონტიგენტი, რომლებიც სამსახურში არ დადიან, ხელფასს ისე იღებენ და აუდიტმა ამის შესახებ სერიოზული მოკვლევა გააკეთა.

ბატონ ლავრენტის, რატომღაც არ უკვირს, როცა გასული ოთხი წლის მანძილზე, წინა საარჩევნო პერიოდში, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას თანაშემწედ “გაფორმებული” პირი, სამსახურში არც არასდროს მოსულა, ისე იღებდა ხელფასს!

აუდიტის ანგარიშის ირგვლივ ისაუბრეს კომისიების ხელმძღვანელებმა: დავით ჭაკნელიძემ, გელა ჩავლეშვილმა, პაატა კიღურაძემ, ქეთევან ხომერიკმა, ბექა თოიძემ; ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიკა ჩხიკვიშვილმა. თითოეული მათგანის გამოსვლაში ჭარბობდა მოწოდება, რომ ყოფილი მერის მიმართ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”.

რაკი ყოფილი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მისამართით ყველაზე მეტი ისაუბრეს საკრებულოს ამ სხდომაზე და მიიჩნევდნენ, რომ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მივმართეთ ყოფილ მერს, გაეკეთებინა კომენტარი აღნიშნულის თაობაზე:

_ რა კომენტარს მთხოვთ? მაგ საკრებულომ ანალოგიურ ფორმატში განიხილოს 2016-2017 წლის აუდიტის ანგარიში. გახსოვთ ვინმეს, რომ განიხილეს? აი, მაშინ დავიჯერებ, რომ ეს დაკვეთა არაა და ისინი მართლა ქვეყანაზე და ოზურგეთზე ფიქრობენ! მე ვაკეთე საქმე და ჩემი გუნდით ჩვენს გაკეთებულზე ვაგებ პასუხს! ახლა კი მეტი არაფერი მკითხოთ. არ მცალია, ფართობში სამუშაოდ მივდივარ! _ გვითხრა შარაშენიძემ.

საკრებულომ, ასევე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის გახორციელების შესახებ. საკითხი საკრებულოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ გააცნო.

დავით დარჩიადავით მჟავანაძე
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026

ნაკლოვანებები და ხარვეზები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს თავს დაესხნენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო