გარემოს დაბინძურების საკითხზე აქტიური პროპაგანდა, ჯერჯერობით, გულგრილობის დონეზე რჩება. მაშინ, როცა ტურისტული სეზონი დგას და ამ მხრივ აჭარა -გურიის რეგიონი მოწინავე პოზიციაზეა, აუტანელი მდგომარეობაა ცენტრალურ გზებზე _ იქ, სადაც უამრავი ტურისტი მოძრაობს.
ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალურ გზაზე, მონაკვეთს ვერ ნახავთ, სადაც ბოთლები, ქილები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი არ ეყაროს. თუ ცოტა ხნით გზისპირას შეჩერდებით, არაერთხელ დაინახავთ, თუ როგორ ისვრიან მსუბუქი მანქანებიდან ნაგავს.
ავტორი