ამ წუთებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საკურორტო ზონების შემოწმების მიზნით, ურეკი-წყალწმიდის მიმართულებით იმყოფებიან.
“გურია ნიუსის” მოპოვებული ინფორმაციით, შემოწმების დროს დაიკეტა რამდენიმე ცნობილი სასტუმრო და კვების ობიექტი.
“ეს არის მორიგი გეგმიური შემოწმება, რომელიც ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტო”, _ გვითხრეს ოზურგეთის სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს და ვრცელ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.