დღეს გამართულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის პირველი ნაწილი, თითქმის, დაეთმო ქალაქ ოზურგეთში საყვავილეებში ჩარგული მარიხუანას საკითხს.
„ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ამ და სხვა საკითხებზე დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე დაიწყო.
სხდომა დანიშნულ დროზე, არ დაწყებულა. დაწყებიდან მალვე გამოცხადდა შესვენება. მიზეზი კი ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო.
შესვენების დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გთავაზობთ ღურჯუმელიძის კომენტარს მარიხუანის აღმოჩენის შესახებ: _ კიდევ ერთხელ ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობა“ (საუბარია მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე) თავისი მთავრობის წევრებით ძალიან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ნარკოტიკებთან და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან. ამის ფოტოები და ვიდოები არსებობს. მინდა ვთქვა, რასაც დათესავენ, იმას მოიმკიან: გასულ პერიოდში მოიმკეს და აწი, რასაც დათესავენ, იმას მოიმკიან. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს. საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება არის სირცხვილი და საკუთარი ქალაქის სიძულვილი არის სირცხვილი! – თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ავტორი