დღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს.
ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან მათივე თქმით, ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები, რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ.
ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს. თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.
_ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით. ჩვენი ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა.
მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი თვალსაზრისი მადლიერებით გამოხატა.
-ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები არიან ამ დღის ორგანიზატორები. მადლობა ფილმის შემქმნელებს, მის გმირებს, რომლებმაც საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის. ამიტომ საზოგადოების და ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება, ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება. ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის და ადგილობრივი თვითმმარტველობის წარმომადგენლები.