ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან. თუ ყოველდღიურ რაციონში ერთ პროდუქტს ჩართავთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ამ საკითხით აშშ-ში დაინტერესდნენ. როკუელის სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე მონაცემების შეგროვება და კვლევები თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ ის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ადამიანს ძალას აძლევს და მის ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს.
ჩართეთ თქვენს რაციონში ფაფა. ამ საკვებს შეუძლია ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, შეუნარჩუნოს ორგანიზმის ახალგაზრდობა და მნიშვნელოვნად შეამციროს უამრავი დაავადების განვითარების რისკი.
საბოლოო ჯამში, კვლევებში მონაწილეობა 400 000-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო.
მონაცემთა ანალიზისა და მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ადამიანები, რომელთა კვების რაციონში ფაფაც შედიოდა, ჯანმრთელობის უკეთესი მდგომარეობითა და სხვადასხვა დაავადებებისადმი მედეგობით გამოირჩეოდნენ.
ყველაზე სასარგებლოდ ითვლება გადაუმუშავებელი მარცვლის ფაფა, რომელიც უჯრედისითაა მდიდარი. მათ რიცხვს მიეკუთვნება: წიწიბურა, შვრია, ყავისფერი ბრინჯი.