“გადახედეთ ბოლო თვეების რიტორიკას და ბევრი პრობლემის პასუხს იოლად იპოვით”, _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე, პრეზიდენტობის კანდიტატის განცხადებას, რომლის თანახმადაც მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული პირები ემუქრებიან და ამის შესახებ ადრე გაკეთებული განცხადება უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან ადრე უპასუხოდ დარჩა, სოციალურ ქსელში პასუხობს.
“მუქარა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, აუცილებლად და დაუყოვნებლივ გამოძიებული უნდა იყოს;
წინაასარჩევნოდ (და არა მხოლოდ) სიმშვიდის და წონასწორობის მაგალითი თავად პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები უნდა იყოთ, მაგრამ გადახედეთ ბოლო თვეების რიტორიკას და ბევრი პრობლემის პასუხს იოლად იპოვით”, _ წერს სალაძე.
ამავე თემაზე: სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი _ მივმართე შსს-ს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება