საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისითქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ამ მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალურიწარმომადგენელი და შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს.
„გამოვყოფდი შშმ ქალებსა და იმ შშმ ბავშვების დედებს, რომლებიც, პრაქტიკულად, სახლში ჩაკეტილები არიან, გარეთ ვერგადიან. მრავლადაა სოციალური, ეკონომიკური პრობლემები. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ პირველ რიგში სხვადასხვამიმართულება უნდა დავსახოთ ამ პრობლემისადმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არა მხოლოდ ერთი წარმომადგენელიიქნება, მასთან ერთად არსებული მოქმედი სამუშაო ჯგუფი იარსებებს, ისინი ამა თუ იმ პრიორიტეტებზე იმსჯელებენ.
მთავარია, ერთი მთლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება და არა ამ პრობლემებზე ნაწილ-ნაწილ პასუხები. გარკვეული ნაბიჯებისწორად არის გადადგმული, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობა დაწყებულია, აუტისტებისთვის, შშმ პირებისთვისარსებობს გამაჯანსაღებელი რეაბილიტაცია თბილისის ზღვაზე, მაგრამ საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანისტრატეგია და უნდა გავარკვიოთ, საით მიდის ქვეყანა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. როგორც პრეზიდენტი, ჩემი ერთ-ერთიპრიორიტეტი იქნება ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჩავუდგე სათავეში, რომ ის სხვანაირად ამოქმედდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.