ოზურგეთის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის _“მოთვინიერება“, ჩვენება გაიმართა.
ფილმში ასახულია ბიძინა ივანიშვილის უჩვეულო გატაცების შესახებ. ის უზარმაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით გიგანტებს ზღვისპირეთში თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები.
ფილმის ჩვენებას თავად რეჟისორი სალომე ჯაში დაესწრო.
“ფილმი ეხება ცნობილ პროცესს საქართველოში _ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების შეგროვებას და გადატანას. ფილმზე 3-4 წლის განმავლობაში ვმუშაობდით, როდესაც ხდებოდა ხეების გადაზიდვა“, _ აღნიშნა სალომე ჯაშმა.
სალომე ჯაშის თქმით, საინტერესოა და მნიშვნელოვანია ამ თემის გარშემო საუბარი. არა მხოლოდ ხეების გადაზიდვა-გადმოზიდვაზე, არამედ კონტრასტზე _ ძალაუფლებაზე და უსუსურობას შორის, სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის.
ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის კინოფესტივალზე, ხოლო _ ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Berlinale Forum”-ზე შედგა. ახლახან, ფილმი ევროპული კინოდაჯილდოების ნომინანტად შეირჩა.
ფილმი წარდგენილი იყოს მსოფლიოს 30-მდე კინოფესტივალზე. უახლოეს პერიოდში “მოთვინიერება” კინოეკრანებზე გამოვა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიასა.
ოზურგეთის შემდეგ ფილმის ჩვენება ნოემბერში ზუგდიდში გაიმართება. მანამდე კი ორი დღის განმავლობაში ბათუმში შედგა ჩვენება, ფილმის ჩვენება ღია საზოგადოება საქართველოს და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით იმართება.
[sexy_author_bio]