,,ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც „ლელოს“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“, _ ამის შესახებ დეპუტატი სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, პროდასავლური ფლანგის გაძლიერების გარეშე ბიძინა ივანიშვილის საბოლოოდ დამარცხება გაუჭირდებათ.
„ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც „ლელოს“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას” – განაცხადა სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ მის წამოსვლას და დოკუმენტზე დამოუკიდებლად ხელმოწერასთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას მისთვის არ უთქვამს, რომ ამის გამო ნაწყენია და მასთან შეხვედრისას „ბევრი დრო ხუმრობას დაუთმეს“.
როგორც სამადაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელის არ მოწერა პოპულარული ნაბიჯი არ იყო.
„ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნაწყენია. ნიკამ იცის კარგად, რომ შეთანხმების მოტივაცია იყო, რომ ნიკას და გიორგის საპატიმრო დაეტოვებინათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელის არ მოწერა საერთაშორისო თვალსაზრისით „მაინცდამაინც პოპულარული ნაბიჯი“ არ იყო“, _ განაცხადა სამადაშვილმა.