საარჩევნო ბიულეტენების 99 %-ზე მეტი უკვე დათვლილია. სხვაობა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის თითქმის ერთი პროცენტია. წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:
სალომე ზურაბიშვილი – 38,66 %;
გრიგოლ ვაშაძე – 37, 70;
დავით ბაქრაძე – თითქის 11 %;
შალვა ნათელაშვილი – 3, 76 %;
დავით უსუფაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს ორივეს 2, 26 % აქვთ.
50 %-იანი ბარიერი ვერც-ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა – შესაბამისად, გაიმართება მეორე ტურიც. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა თამარ ჟვანიას თქმით, კანონმდებლობის თანახმად მეორე ტური მონაცემების საბოლოო დაჯამებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ტარდება.