თურმე გადაიდო ამ საღამოს ამ ნაძვის ხის ანთება. მე მგონია, ბარბარობაზე ჩემთან მოდიან. მინდა, გისურვოთ მშვიდობიანი საღამო. არ იყოს აქ არანაირი პროვოკაცია, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეკრებულ მოქალაქეებს.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა თბილისის მერიის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, დღეს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადაიდო.
„ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. თქვენ, ყველანი ერთად იყავით მშვიდობიანად, იყავით ერთად და მე ვარ თქვენთან ერთად იმიტომ, რომ აქ, არც ერთ პროვოკაციას არ დავუშვებთ. მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემ გულში”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მყოფ მოქალაქეებს.