მე აქ ვიყავი მოსული, რათა ამომრჩევლისთვის ჩემი ხედვები გამეზიარებინა, რამდენიც შევძელი, გავაკეთე, ცოტა დრო დამაკლდა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე გრიგოლ ვაშაძესთან და დავით ბაქრაძესთან გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.
„თანასწორი არ იყო, ძალიან ბევრი დრო ჰქონდათ სხვებს, რომ დაესვათ კითხვები, ორი ერთზე.
მაინც მოვახერხე მთავარი მესიჯების მიტანა, მაგრამ მე მგონი, უფრო მეტი დრო რომ ყოფილიყო, გასაგები იქნებოდა ამომრჩევლებისთვის.
მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, სწორედ იმ თემებზე, რითაც მოვდივართ და არა ერთმანეთის ბრალდებებზე. ამიტომ შეამჩნევდით, რომ არც კითხვები გამომითქვამს და არც ბრალდებები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.