„სხვათა შორის, არსად არ მივდივარ. სულ ამას მეკითხებიან – აქა ვარ და აქ ვიქნები და აქ ვარ და აქ ვიქნები, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი.
როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის, გარდა არჩევნების – მე აქა ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები, რათა დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი. ეს არის ერთადერთი გზა და ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ”, – თქვა ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა.