“ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე და ვითომცდა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….
და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ !”_ ამ განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებას.