პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტს შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ შემაძრწუნებელ წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც პირადი შეურაცხყოფითა და ლანძღვით გამოირჩევა.
„ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, თუ რამდენად შემაძრწუნებელია გარემო, რომელიც დღეს არის.
პირადი შეურაცხყოფის, ლანძღვისა და დაპირისპირების გარემო ხელს არ უწყობს, რომ ამომრჩეველმა გაიგოს, რაზე უნდა გააკეთოს არჩევანი, რას სთავაზობენ სხვადასხვა კანდიდატები.
ვესაუბრე იმაზე, თუ რას ვთავაზობ ჩემს ამომრჩეველს, რა არის ჩემი კამპანიის თემები, როგორ უნდა შემოვიყვანოთ ევროპა საქართველოში თავისი სტანდარტებით, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ევროპას და იგივე ნატო-ს დღესვე, როგორ უნდა იყოს ეს პრეზიდენტი ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დაპირისპირების კიდევ ერთი წყარო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.