ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბუნება, რასაც შენარჩუნება და დაცვა სჭირდება,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ეკოლოგია და გარემოს დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბუნება. ასეთი მრავალფეროვანი, ასეთ პატარა მიწაზე არსად არსებობს და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ჩვენი ნიშანი. სწორედ ამას სჭირდება შენარჩუნება და დაცვა. ეს ყველა ჩვენგანისგან პიროვნულად მოითხოვს, რომ ვიყოთ ძალიან კარგად გათვითცნობიერებულები, თუ რას ნიშნავს ბუნების დაცვა ყოველდღიურობაში.
ახლა აიკრძალა პოლიეთილენის პარკები და არის ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი, რადგან აფრიკაშიც კი მინახავს, თუ როგორ არის გადაფარული კილომეტრები ამ საშინელებით, რომელსაც სჭირდება 40 წელი განადგურებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ, რას უშვება ეს ჩვენს ბუნებას, ამიტომ ეს არის თითოეულ ადამიანზე დამოკიდებული”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. (R)