ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ თარიღს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მეშვიდე წლის თავია. გასულმა წლებმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო მზად არის მეტისთვის – კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – წერს ზურაბიშვილი.