როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის იუწყება, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამავე დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.