“ეს რუსული პროვოკაციის ტიპური სცენარია. მთავარი ისაა, რომ უკვე 310 დღეა ეს ადამიანები აქ დგანან და მშვიდობიანად აპროტესტებენ მიზნის მიღწევას, რომელიც მშვიდობიანი და თავისუფალი არჩევნებია.
რაც ვიცი, ეს თავად რეჟიმის მიერ იყო ინსპირირებული, რადგან აქ მყოფი არც ერთი ადამიანი საკუთარი სურვილით იმ მიმართულებით არ წავიდოდა”,_ წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.


































































