საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გასამდა! ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე… ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა – მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.